07 იან 2020 19:29 785
ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
"პრეზიდენტს რომ საყვედურობს, მსჯავრდებული დეკანოზი რატომ არ შეიწყალაო, იმ ხალხმა იქნებ მიპასუხოთ ძალიან მარტივ კითხვაზე:
პრეზიდენტს გიორგი მამალაძე უნდა შეეწყალებინა, - როგორც დამნაშავე თუ როგორც უდანაშაულო? 🤔
თუ დამნაშავეა (და სასამართლომ თქვა, დამნაშავეაო!), მაშინ შეწყალებისთვის აუცილებელი მოთხოვნა, - სასჯელის ორი მესამედი, - არ მოუხდია!
თუ უდანაშაულოა (თვითონ დანაშაულს არ აღიარებს!), პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოს შეცდომის შეწყალების აქტით გამოსწორების უსუსური მცდელობა იქნებოდა!
თუ მძიმედ არის ავად, მაშინ შეწყალება კი არა, პირობით ვადამდე განთავისუფლება ან სასჯელის გადავადება ეკუთვნის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კონსილიუმმა უნდა გაარკვიოს!
ჰოდა, რას ვდაობთ?!
მხოლოდ ის, რომ დეკანოზია, ვერაფერი შვილი მიზეზია მსჯავრდებულის შესაწყალებლად.
დეკანოზიც და კირაკოზიც ერთნაირად პასუხისმგებელია კანონის წინაშე!
კიდევ ერთიც:
მუდმივად იმეორებენ, რომ დეკანოზი მამალაძე პატრიარქის კი არა, მისი მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს.
თან ლაპარაკობენ არა როგორც სასამართლოში დადგენილ ფაქტზე, არამედ როგორც... შემამსუბუქებელ გარემოებაზე!
ახლა აქეთ მომხედეთ, ჰუმანურებო:
თქვენ ვინ მოგცათ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის აწონვა-გაზომვის უფლება?!
პატრიარქის მკვლელობის მცდელობა საშინელებაა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას არაუშავს?!
ცოტა დაფიქრდით, აბა! 🤔
არც ჩვენ ვართ პატრიარქები და რა ვქნათ, დავერიოთ ერთმანეთს ციანიდით და პოლონიუმით?"