07 იან 2020 19:42 675
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ თურქეთში ჩავა და გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის დროს გაიმართება ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა, სადაც ლიდერების საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული მდგომარეობა იქნება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, სირიაში პუტინის ვიზიტის შესახებ. გამოცემის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადს შეხვდა.
ნიუპოსტი