07 იან 2020 19:58 473

„სამარცხვინოა განცხადებები, თითქოს მამალაძის არშეწყალება პატრიარქთან იყო შეთანხმებული"

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას კანონით აქვს გარანტირებული. ამასთან, თალაკვაძე სამარცხვინოს უწოდებს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მამალაძის საპყრობილეში დატოვება პატრიარქთან იყო შეთანხმებული:

„მესმის, ოჯახისთვის სამწუხარო იყო, რომ არ მოხდა მისი შეწყალება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას კანონით აქვს გარანტირებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო.

ეს შესაძლოა ზოგისთვის მიუღებელია, ზოგისთვის მისაღები, მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში იყო სამარცხვინო, ვგულისხმობ ბრალდებებს, რომელიც გაისმა კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, იმ ადამიანის მისამართით, რეალურად ვისი ინიციატივითაც და სინოდის გადაწყვეტილებით, მოხდა შუამდგომლობით მიმართვა სახელმწიფოს მიმართ”