07 იან 2020 20:04 1133

" Wi-Fi-ს პაროლად “Temirlani” იყო დაყენებული იმ ბინაში, სადაც ტერორისტები ცხოვრობდნენ"

 

 

ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი, სოციალურ ქსელში, ისევ მაჩალიკაშვილზე წერს:

 

"ტერორისტების მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუცაზე ბინის დაქირავებამდე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისათვის ბინა ვარკეთილში იქნა დაქირავებული. ის სამი თვის განმავლობაში ტერორისტებთან ერთად ცხოვრობდა, სადაც მისი მშობლები – მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი სისტემატიურად დაიარებოდნენ ტერორისტებისთვის ხელშეწყობის მიზნით. ხსენებულ ბინაში, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები ცხოვრობდნენ, Wi-Fi იყო დაყენებული, რომლის პაროლიც “Temirlani”-ი იყო."