07 იან 2020 20:54 7647

"ივანიშვილი, უნდა დაეხმაროთ ამ ქალს, რომელიც თქვენს დასაცავად დგება ყველა ქარცეცხლში"

 

 

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს;

 “მეგობრებო!
დღეს ამ პოსტს ვწერ და ყველაზე მეტად არ მინდა რომ მჯეროდეს, ახალ წელს ამ ამბით ვიწყებ!
ვწერ და არ მჯერა რომ ამ საშინელების წინაშე ვდგავართ დღეს ადამიანები!
ყველა კარგად იცნობ ვერა-ციცინო ხარაბაძე -ს კარგად იცით მისი მდგომარეობა და ისტორია, გახსოვთ მევახშეების გამო რა დამართა საკუთარ თავს!
ხოდა ახლა საბოლოოდ დაუსვეს იმ არამზადებმა წერტილი საქმეს და ციცის მოუვიდა აღსრულების ბიუროდან წერილი გამოსახლების!
არც ფულის თხოვნას ვაპირებთ და არც უნდა გადაიხადოს ამ ქალმა არცერთი თეთრი იმ უსირცხვილოებთან!
86 000 დოლარი შეაჭამა ციციმ მევახშეებს უკვე და მაინც ვერ გაძღა მათი მუცელი!
ხოდა ახლა მოგმართავთ ყველას, ერს, ბერს, ნაცნობებს, უცნობებს და გთხოვთ გავერთიანდეთ ერთი დიდი და ვერაგი მტრის წინააღმდეგ ვისაც მევახშე ჰქვია!
სამწუხაროდ დღევანდელ რელობაში ისე ასახლებენ ადამიანებს საკუთარი სახლებიდან და ვერ ვეღირსეთ კანონს რითიც თავის დაცვას შევძლებთ!პირადად მეც მაქვს იპოთეკური სესხი და ღმერთმა არ ქნას შესაძლებელია ხვალ მე ვიყო ციცის ადგილას, ამიტომ გაჩუმების და უმოქმედობის დრო არ გვაქვს. ახლა უნდა დამანახოთ ერთობა, თანაგრძნობა და მივაწვდინოთ ხმა ყველას ვისაც ციცის დახმარება შეუძლია! ვერავინ ვეღარ უნდა გაბედოს ადამიანების სიცოცხლით თამაში, მორჩა!
კარგად ვიცით ყველამ ციცის შეუპოვარი ხასიათი და ვიცით რომ არ შეეგუება სახლის დაკარგვას, ამიტომ თუ არ გინდათ კისერზე გედოთ ამ ქალის ცოდვა გამოიბერტყეთ ყურები!
მოგმართავთ საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

აღსრულების ეროვნული ბიურო

Kakha Kaladze კახა კალაძე

Bidzina Ivanishvili & Media

გაიღვიძეთ, ვიღუპებით, უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა!
ვალდებულები ხართ დაეხმაროთ ამ ქალს, რომელიც თქვენს დასაცავად დგება ყველა ქარცეცხლში, იბრძვის, ომობს და არასოდეს იხევს უკან!!!
თქვენ ხართ ვალდებული გადაარჩინოთ ამ ქალის სიცოცხლე!

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი / Giorgi Tchighvaria

კარდაკარ ვივლი რომ დამჭირდეს და მაინც მოგაწვდენთ ხმას აქ თუ დამაიგნორებთ!
ველოდები სწრაფ რეაგირებას!
არ გთხოვთ არცერთ თეთრს, როგორც თქვენ ხელგეწიფებათ ისე მოაგვარეთ მაგრამ მოაგვარეთ!
ციცის დაუდგება მთელი ქუთაისი, მთელი ერი გვერდით და გადავუდგებით აღარულების ბიუროს, გპირდებით მოგიწევთ ჩვენს გვამებზე გადავლა და სახლს არ დავთმობთ!
ამიტომ გთხოვთ, გეხვეწებით გაიღვიძეთ, დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ ამ უბედურებას ერთი ყველაზე მებრძოლი, ძლიერი და მაგარი ადამიანი!”