07 იან 2020 21:02 942

"მეუფე დიმიტრი, თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში?"

 

იღუმენია თამარ გამყრეიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"“მიტროპოლიტი დიმიტრის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური,თუ როგორ უსინდისობასთან გვაქვს საქმე. თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში, რატომ აწინაურებდი? საკუთარი გარემოცვა გაწირე საკუთარი კეთილდღეობისთვის და მღვდელმთავრის ტიტულისთვის და უსინდისოდ ადანაშაულებ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც შენი გასაკეთებელი აკეთა და თავისი თავი გაწირა უდანაშაულო მღვდლის გამო. მიტროპოლიტო დიმიტრივ, არ ხართ ღირსი მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეთ, მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ, რომელიც უფლამდე ვერ მიიყვსნს სამწყსოს!”