07 იან 2020 21:08 705
უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომი 1951 წელს მიიღო და იქიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთი რამით იყო დაკავებული - ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით. 68 წლამდე ექიმად მუშაობდა, შემდეგ პენსიაზე გავიდა, მაგრამ ექიმობისთვის თავი არ დაუნებებია. გადაწყვიტა, რომ უფასოდ დახმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც არ ჰქონდათ ექიმისთვის გადასახდელი ფული.
დღემდე, კვირაში ორჯერ - ორშაბათობით და ოთხშაბათობით ექიმი ივან ფონტურა თავის სახლში იღებს ყველა მოჭირნეს და უსახლკაროს.
როგორც თავად აცხადებს, გაჭირვებულებს მანამდე დაეხმარება, სანამ უფალი და ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს. პაციენტებს ძალიან უყვართ თავისი ექიმი და მთელს დედამიწაზე, ყველაზე კეთილ და ყურადღებიან ადამიანად თვლიან.
„ჩემს ქმარს უზარმაზარი გული აქვს. მას სიცოცხლე არ შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე. ყველაზე მეტად ის სურს, რომ ბავშვებს არაფერი სტკიოდეთ“ - ამბობს მისი ცოლი ანა.
ივან ფონტურა 92 წლის არის და ბრაზილიაში ცხოვრობს. იგი დღემდე განაგრძობს თავის სამედიცინო მოღვაწეობას და პაციენტების მკურნალობას.