07 იან 2020 21:26 874

ცქიტიშვილი ავარიებზე ალაპარაკდა - ტრაქტორით რეზერვუარის დაზიანება ავარიაა, მინისტრო?

 

 

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ავარიაზე ალაპარაკდა:

 

"ჩვენ აღვადგინეთ წყალმომარაგება, მაგრამ მერე დაემთხვა ორი ავარია. ახლა აღდგენილია კვლავ წყალმომარაგება, ამასთან ერთად ასევე განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდიდით წყალს წყალმზიდების საშუალებით"

 

დილით ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია მაცხოვრებლებმა:

 

"მთავარ მიზეზს მალავენ, ბობოლა თანამდებობის პირის ინტერესში მყოფ სასტუმროს წყალი რომ უწყვეტად ქონოდა, მოიწადინეს მისი მთავარ სისტემაზე დასმა ტრაქტორმა დააზიანა მთავარი რეზერვუარი და მილები და მთელი არსებული მარაგი მიწაში ჩაიღვარა. დამსვენებელთა დიდი რაოდენობის გამო რეზერვუარი ვერ ასწრებს შევსებას და პრობლემაც აქაა. გამოსაძიებია ეს ფაქტი და პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას ვინც ხალხი უწყლოდ დატოვა."

 

 

დიდი ხანია, ქალბატონო მინისტრო, ტრაქტორით რეზერვუარის დაზიანებას ავარია ჰქვია?

მაინც გმადლობთ, რომ დაადასტურეთ.

 

ალია