07 იან 2020 21:52 6497
ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
"ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 15 წლის მერე წაუყენეს ბრალი. არადა ყველამ იცოდა რომ ის ამ ტრაგედიაში დამნაშავე არაა. თანაც იმ პოლიციელმაც მოიხადა სასჯელი, ვისაც იარაღი გაუვარდა. ახლა კი რა ხდება, 24 წლის ბიჭს წამებით ამოხადეს სული და მხოლოდ ერთი სპეცრაზმელი ყავთ დაჭერილი.
ის ხალხი სად ხართ რომ ბღაოდით მიშა საჯიშე ბიჭებს გვიხოცავდაო. მურად წურწუმია რატომ არ არის საჯიშე, რადგან სამრეცხაოში მუშაობდა?
რა მედროვეები და ფარისევლები ხართ."