08 იან 2020 02:08 2754

"ციხეში, რომ შევედი, სამივე კორპუსიდან მაგინებდნენ, ე.წ. "პრახოდი" მომიწყვეს"

 

მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გადაცემა "მთავარ აქვენტებში" ჰყვება, რომ როდესაც შობის ღამეს ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა, პატიმრებმა ე.წ. „პრახოდი“ მოუწყვეს და მას შეურაცხყოფა მიაყენეს. 

გვარამია ამბობს იმასაც, რომ ასეთი შემთხვევა ადრეც მოხდა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური მაქინაციის და საბუთების  გაყალებების ბრალდებით დააკავეს.

„სამი კორპუსი დგას მიყოლებით და მეოთხე არის საავადმყოფოს კორპუსი, სამივე კორპუსიდან, ფრონტალური, გვერდითა და უკანა. როგორც კი გავდიოდი ბადრაგთან ერთად ამ მიმართულებას ე.წ. „პრახოდი“ განმეორდა. არა ვარ მთლად უწყინარი ადამიანი, არც გინების სფეროში ვარ გამოუცდელი, მაგრამ მთლად ეგეთი სიტყვებიც არ გამეგონა არც საკუთარი და არც სხვისი მისამართით. რომ გითხრათ რომ მეწყინა არა, რომ გითხრათ რომ სულ ერთი იყო ეს ყველაფერი - არა“,