08 იან 2020 02:11 936

ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც ანიტას მკურნალობის ხარჯებს დაფარავს?

 

ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ცნობილი ინდოელი ბიზნესმენი Dr. S Jagathrakshakan პატარა ანიტას მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.

Dr. S Jagathrakshakan ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. იგი სხვადასხვა წლებში იყო ინდოეთის პარლამენტის წევრი, მას აგრეთვე მრეწველობის მინისტრიც თანამდებობაც ეკავა.

მისი მეუღლე J. Anusuya ხელმძღვანელობს სასწავლებელს, რომელიც ეხმარება ოჯახებს, რომ მათმა შვილებმა საჭირო განათლება მიიღონ.