08 იან 2020 10:24 658
რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
გარდა ამისა, დღეს კრემლის ლიდერი გაზსადენ „თურქული სადენის“ ექსლუპატაციაში ჩაშვების ცერემონიას დაესწრება.
მანამდე პუტინი სირიაში ჩავიდა, სადაც ბაშარ ასადს შეხვდა.