08 იან 2020 10:30 552

ამერიკულ თვითმფრინავებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

 

 

ამერიკული ავიაკომპანიები ირანის, ერაყის, აგრეთვე სპარსეთის ყურისა და ომანის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ. ცნობას ამის შესახებ Twitter-ში აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აქვეყნებს.

The FAA @FAANews
 

Statement: issued outlining flight restrictions that prohibit U.S. civil aviation operators from operating in the airspace over Iraq, Iran, and the waters of the Persian Gulf and the Gulf of Oman.

View image on Twitter
1,172 people are talking about this

გადაწყვეტილების მოტივად ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება სახელდება. განცხადება კი ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა.

სარაკეტო დარტყმის სამიზნე, ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა.

როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.  

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.