08 იან 2020 10:32 655
ირანში ჩამოვარდნილი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლაინერმა, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალე განიცადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო.
წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.