08 იან 2020 11:22 740

ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა ირანში უკრაინული ბოინგის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ეკიპაჟის 10 წევრი და 167 მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს UNIAN-ი.

„შემაძრწუნებელი ამბები მოდის ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, მას შემდეგ რაც ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა“ ,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის საელჩო აზუსტებს ინფორმაციას ტრაგედიის დეტალებსა და გარდაცვლილთან ვინაოებების დასადგენად.

„გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ.“ ,- განაცხადა ზელენსკიმ.