08 იან 2020 11:31 776

„აღარ დასრულდა ხალხის მტრების სიებით ერთმანეთის განადგურება, არადა ჩვენი ცხოვრება კი გავიდა ამ სისულელეებში“

 

 

ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე ოპოზიციის მიერ ე.წ შავი სიების შედგენას ეხმიანება:

“37 წელსაც სწორედ საზოგადოების გაჯანსაღების მიზნით აშორებდნენ ამ საზოგადოებას ” ფურუნკულებს” მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს და სხვა ურჩ და სახელმწიფოს დამაზარალებელ მტრებს…. 21-ე საუკუნეში რომ კიდევ ვინმე ამ სიებით ირბენდა არ მეგონა ნამდვილად. არ გვეშველა მოკლედ მაინც არაფერი - არც სიები იცვლება დიდად. ერთნი მოვლენ მეორეების სიებს აფრიალებენ, მერე ის მეორეები მოვლენ და ახლა ამათ სიებს, ნუ ცოტას წაუმატებენ ხოლმე ვინმე ახლებს. აღარ დასრულდა ხალხის მტრების სიებით ერთმანეთის განადგურება, არადა ჩვენი ცხოვრება კი გავიდა ამ სისულელეებში.”- წერს მაკა რაზმაძე.