08 იან 2020 11:43 947

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 იანვარს დღის ბოლოდან ამინდი გაუარესებას დაიწყებს და 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალ მთაში თოვლი. 9 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +8 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო ღამით მოსალოდნელია ყინვა.

თბილისში 8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს მცირე ნალექი იქნება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.