08 იან 2020 12:14 622

ირანში, ბირთვულ სადგურთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

 

 

ირანში, ბირთვულ სადგურთან ახლოს 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ფრანსპრესი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბორაჯანთან, 17 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.