08 იან 2020 14:45 621
მსოფლიო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინული სამგზავრო ავიალაინერის ირანული ანტისაჰაერო სისტემების მიერ შემთხვევით ჩამოგდებასთან დაკავშირებით. ოფიციალური ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
მედიაში ვრცელდება ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილის ფოტოები, სადაც ასახულია, რომ საფრენ აპარატს ფიუზელაჟის და ბორტების მიმდებარედ აღენიშნება რაკეტის ნამსხვრევებისგან წარმოქმნილი ღრმულები, რომელიც დიდი ალბათობით, საბრძოლო მასალის აფეთქებისას ფოლადის პატარა ბურთულების ან ქვემეხის მიერ დაცხრილვის დროს ჭურვების მოქმედების შედეგია. ამის შესახებ წერს AERONEWSGLOBAL-ი . შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს გამთენიისას ერაყის ამერიკულ საჯარისო შენაერთებზე მოხდა თავდასხმა ირანული ბალისტიკური რაკეტებით, რომლის დროსაც ორი ბაზა დაიბომბა.
სავარაუდოა, რომ ამერიკული თვითმფრინავების შესაძლო თავდასხმის მოგერიებისთვის აქტიურ მოქმედებაში მოყვანილ ირანულ ანტისაჰაერო სისტემებს შეშლოდათ სამიზნე და ჩამოეგდებინათ სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით.
საეჭვო გარემოებას იწვევს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პილოტს ამის შესახებ უნდა ეცნობებინა ჰომეინის აეროპორტის ხელმძღვანელობისთვის. მედიაში გამოითქვა აგრეთვე კიდევ ერთი ვარაუდი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით , რომ საფრენი აპარატი მიწაზე დაშვებამდე დაიშალა ჰაერში , რომლის შედეგადაც ყველა მგზავრი გარდაიცვალა.
ნიუპოსტი