08 იან 2020 15:01 1023
სამოქალაქო აქტივისტი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
"თქვენ გგონიათ ჩვენთვის კომფორტის ზონაა "ოცნების" რიგ შემთხვევაში (ცოტაა ასეთი მაგრამ მაინც) გაპრავება? გავრილოვის ამბების შემდეგ გონიათ, რომელიმე ჩვენთაგანი კომფორტულად გრძნობს თავს? - არა! მაგრამ მეორე მხარეს ნაცები არიან, ბნელი, უბნელესი ძალა, რომელსაც ძალაუფლება სწყურია და უკვე "ჩორნი სპისოკში" ჰყავთ ნახევარი საქართველო.
აი, მაგათზე უარესები ხართ, ვინც იმის გამო იკავებს თავს პოზიციის დაფიქსირებისგან, რომ ვაი და ვინმემ პოსტი არ წაჯღაპნოს მასზე, ან ვაი და ვინმემ დააჰაჰოს.
თან ეს ხალხი გვაკრიტიკებდა "ნაცების" გვერდით კარავი რატო გაშალეთო, თითქოს ლოთი ნაცების გვერდით კარავში ყოფნა მოგვწონდა ეს კიკოები ესენი.
სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ლამის, რო წააგო და რო არ ჩანდით ჰორიზონტზე, ეგ ხალხი საერთოდ ჩაკვდით.
რო რამე ოპოზიციისთვის მზად ხართ ? მკიდია პოლიტიკოსები და მათი დივიდენდები, ხალხი მზად ხართ? - არა, არ ხართ, გეშინიათ, თქვენ თქვენზე პოსტის დაწერის და "დაჰაჰვების" გეშინიათ, სააკაშვილის წამალგაჟღენთილი რობოკოპების წინაშე დადგომისთვის იქნებით მზად?!
ის ხალხი, რომელიც სქრინებს აგროვებს, რო რამე საელჩოებში მივიტანო, საერთოდ არ შემიძლიხართ:))))"