08 იან 2020 15:09 864
ორი რუსული სამხედრო გემი სირიასად ათურქეთში ჩასვლამდე გაფუჭდა. პუტინის არმიამ მორიგი ფიასკო განიცადა, წერს რუსული გამოცემა “Пробуждение“. მათი ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო გემი „ორსკი“, რომელსაც სირიაში იარაღი გადაჰქონდა, დაზიანდა და მშობლიურ პორტში „ბუქსირით“ დააბრუნეს.
მისი დაზიანების შესახებ ცნობილი 4 იანვარს გახდა, როდესაც გემმა სამშობლოსკენ აიღო გეზი და ბოსფორის სრუტე გაიარა.
რუსულმა სამხედრო კეისარმა „მარშალ უსტინოვმა“ კი, რომელიც 5 იანვარს სტამბოლში ჩავიდა, ცნობილ დოლმაბახჩეს სასახლის მახლობლად ბორცვს შეეჯახა.
კრეისერს სამი თურქული საზღვაო-სამხედრო გემი და თურქეთის საზღვაო პოლიცია მიაცილებდა. რუსულმა გემმა ვერ მიაღწია დოლმაბახჩეს სასახლეს და მარმარილოს ზღვაში გავიდა.
ერთ-ერთი ვერსიით, რუსული კრეისერის თურქეთში ჩასვლის მიზეზი, პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაა. ლიდერებს შორის შეხვედრადღეს 8 იანვარს არის დაგეგმილი. მეორე ვერსიით კი, კრეისერი რუსებმა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაძაბვის გამო გაგზავნა.
„ასეთი მკვლელი ხომალდებით, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება და სანაპიროებს ეჯახება, აპირებს პუტინი სირიაში ომს? ამ მეტალით აპირებს ნატოსთან ომს?
როდესაც პუტინი მორიგ ჯერზე მოგიყვებათ რუსული არმიის ძლევამოსილებაზე და გირჩევთ, რომ რუსული იარაღი შეიძინოთ, გაიხსენეთ, ეს ორი სამხედრო გემი, რომლებმაც ვერ მოახერხეს დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა“, - წერს რუსული გამომცემა “Пробуждение“.