უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკოვი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეირანში უკრაინული თვითმფრინავის „ბოინგ 737“ -ის ავიაკატასროფის შედეგად 82 ირანის მოქალაქე დაიღუპა.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდა ირანის - 82, კანადის - 63, უკრაინის - 2 (+9 ეკიპაჟის წევრი), შვეციის -10, ავღანეთის - 4, გერმანიის - 3, ბრიტანეთის - 3 მოქალაქე“ - წერს პრისტაიკოვი „ტვიტერზე“.
„გამოვთქვამთ თანაგრძნობას. უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელსაც რეისი თეირანი-კიევის მიმართულებით უნდა შეესრულებინა , 8 იანვარს, იმამ აიათოლა ჰომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენისას, თეირანის დროით, დილის 6:00 საათზე აფეთქდა.