08 იან 2020 15:26 701
ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში 30 წლის ქალის გარდაცვალებამდე ოჯახს სასწრაფო ორჯერ ჰყავდა გამოძახებული, თუმცა, როგორც გარდაცვლილის შვილი ჰყვება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
„პირველის წუთები იყო, როცა სასწრაფოს გამოვუძახეთ, გულიც აწუხებდა. გულზე წიწკნიდა და კუჭიც სტკიოდა. სასწრაფომ უთხრა, ბევრი სითხე სვი. სითხე რას უშველიდა, დედაჩემს 40 გრადუსამდე ჰქონდა სიცხე. უთხრეს, შენ დასაწვენი არ ხარო. დედაჩემი რომ დაეწვინათ, ახლა ხომ ცოცხალი მეყოლებოდა, აღარ დავრჩებოდი ობოლი. მეორედ გამთენიისას გამოვიხაძეთ. პირველზე რომ წაეყვანათ, გადარჩებოდა“, - ჰყვება გარდაცვლილის შვილი ტელეკომპანია „მთავართან“.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა. შემთხვევა ჭიათურაში გუშინ მოხდა.