08 იან 2020 15:31 988
24 წლის მურად წურწუმიას სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან, ზურა ფოფხაძესთან ერთად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნის მეგობარი ვახტანგ ბურძენაძეც იმყოფებოდა. ფაქტს, მოკლული ბიჭის ძმა ადასტურებს, რომელიც სისხლიან ღამეს სასაფლაოზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა და მოძალადეებისგან თავი გაქცევის შემდეგ დააღწია.
"ორნი იყვნენ, ერთი ეს სპეცრაზმელი. მეორე პირიც იღებდა ცემაში მონაწილეობას. ორივე გვირტყამდა, მეც ტვინის შერყევა მქონდა"-
რაც შეეხება ვახტანგ ბურძენაძეს, ის საცხოვრებელ სახლში არ გამოჩენილა.
მურად წურწუმიას ოჯახი ბურძენაძის სასწრაფოდ დაკავებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შურისძიებით იმუქრებიან.
ნიუპოსტი