08 იან 2020 15:34 1369
უფლებადამცველი ბაია პატარია სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ დუმს აშშ. ეს ჩვენთვისაა დუმილი, თორემ ისინი ემზადებიან. გაწვევები რამდენიმე დღეა, დაწყებულია. მესამე მსოფლიო ომი რომც არ დაიწყოს, ის მაინც არ იქნება, რაც გუშინდლამდე იყო. ჩვენი ბაიყუში და დებილი მთავრობა შეეცდება, ჩირგვში დაიმალოს და გაძეგლდეს იმ იმედით, რომ არავის გაახსენდება. ამ დროს კი შეუძლებელია, არ შეგამჩნიონ, როცა ირანი ერთი ხელის გაწვდენაზეა.
უკრაინის ტრაგედიას ვიზიარებ. ძაან ჩამოგდებულს გავს ის თვითმფრინავი.
2020 კატასტროფებით იწყება, ზოგი ბუნებრივი და ზოგიც ადამიანის."