08 იან 2020 15:48 573

"შავ სიას" გამორიცხულია საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე გაგრძელება ჰქონდეს"

 

 

ე.წ. შავი სიით შესაძლებელია, საკუთარი ამომრჩევლებისა და მომხრეების შეგულიანებას ფიქრობენ, იერიშზე გადავედით და ვმოქმედებთო, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე გამორიცხულია, ამას რაიმე გაგრძელება ჰქონდეს, – ამის შესახებ უფლებათფამცველმა და სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომლითაც ოპოზიციის მხრიდან ე.წ. შავ სიაზე მუშაობას გამოეხმაურა.

 

„შესაძლებელია საკუთარი ამომრჩევლებისა და მომხრეების შეგულიანებას ფიქრობენ ამით, იერიშზე გადავედით და ვმოქმედებთო, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე, დემოკრატიულ ქვეყნებზე თუ ვლაპარაკობთ, გამორიცხულია, ამას რაიმე გაგრძელება ჰქონდეს. თუ რაიმე იქნება, შეიძლება, სწორედ მათ საწინააღმდეგოდ განაწყოს ის ხალხი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, ამან შიგნით იმუშავოს, შიგნით ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი, ისიც მათ წინააღმდეგ განეწყობა. ეს ,,კუდიანებზე ნადირობას” ჰგავს. რაღაც ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ თვითონ არის პროკურორიც, მოსამართლეც , მსჯავრს ადებს ვიღაც ადამიანებს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც დემოკრატიასთან, არც სამართლიანობასთან, არც კანონის უზენაესობასთან. ფაქტია ის, რაც ვიცოდით, რომ ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან დემოკრატიული თუ დასავლური ღირებულებების მატარებლები, ფაქტია ისიც, რომ დანარჩენები აქ ბრიყვები ვგონივართ და ვინაიდან „მაგნიტსკის სიას” ახსენებენ, ჰგონიათ, არ ვიცით, რა არის „მაგნიტსკის სია“ ან როგორ მოქმედებს დასავლეთი. კლასიკურ დეტექტივებში, როდესაც დამნაშავეები დანაშაულის ადგილზე ბრუნდებიან, ამას ჰგავს. უმრვალესობა მათგანი არის ის, ვინც თავად ჩიდინა დანაშაული, როგორც ჩანს, ის დანაშაულები აწუხებს. ამ ხელისუფლების ბრალეულობა არის ის, რომ როდესაც პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური დევნილების და პატიმრების სია, შემდეგ სათანადო რეაგირება არ მოაყოლა. ეს არის მთავარი, რამაც გააბედინა ამ ადამიანებს ასეთი ტიპის მოქმედება“