08 იან 2020 15:53 657

"სულეიმანის მოკვლა "უსისტემო" იყო, ტრამპს მსოფლიო ლიდერობა არ შეუძლია" - ჯო ბაიდენი

 

 

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა დონალდ ტრამპის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. 

ბაიდენის თქმით, გენერალ ყასემ სულეიმანის მოკვლა "უსისტემო" იყო, ტრამპს კი მსოფლიო ლიდერობა არ შეუძლია.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენდა. ოფიციალური თეირანი ირწმუნება, რომ თავდასხმის შედეგად 80 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს, ოფიციალური ვაშინგტონი კი ამ ინფორმაციას უარყოფს.