08 იან 2020 15:57 459

წყლის პრობლემის საკომპენსაციოდ - ბაკურიანში დამსვენებლებს ტრანსპორტი უფასო ექნებათ

 

ბაკურიანში დამსვენებლებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

ბრენდირებული ავტობუსები დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაკურიანში წრიულად იმოძრავებს და მგზავრებს დიდველისა და კოხტაგორას მიმართულებით გადაიყვანს.

ტრანსპორტი დამსვენებლებს უფასოდ მოემსახურება.

 

ქალბატონო მინისტრო, უნდა გეთქვათ, დარჩენილ დამსვენებლებსო, დარჩენილსო.

წყალი არაა, ტურისტი გაიქცა და პრემიერმა საცობის პრობლემა მოაგვარა, ვიცე პრემიერმა - ტრანსპორტი იქნება უფასოდო. 

კარგია, კარგი.

 

ალია