08 იან 2020 16:02 582
ოფიციალური ირანი არ აპირებს უკრაინული ჩამოვარდნილი ავიალაინერის შავი ყუთის გადაცემას თვითმფრინავის დამამზადებელი კომპანია ბოინგისთვის,- ამის შესახებ განაცხადაა თეირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა. ინფორმაციას ავრცელებს REUTERS-ი.
ალი აბედზადეს თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მათ არ იციან ვის ხელში მოხვდება შავი ყუთი და რა დასკვნებს გამოიტანენ მისგან. ირანელი მაღალჩინოსნის აზრით, მონაცემების ანალიზი უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი გარდაცვლილია.
მედიაში აქტიურად ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია უკრაინული სამგზავრო ავიალაინერის ირანული ანტისაჰაერო სისტემების მიერ შემთხვევით ჩამოგდებასთან დაკავშირებით. ოფიციალური ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.