08 იან 2020 16:05 715

"სამუდამო მიუსაჯონ, ან თავი მოიკლან - ჩემი შვილი გააშიშვლეს და გაწმინდეს კვალის დასაფარად"

 

 

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე წამებით მოკლული ბიჭის ოჯახი ინცინდენტში მონაწილე მეორე პირის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს. მურად წურწუმიას ნათესავები დაკავებული სპეცრაზმელის ზურაბ ფოფხაძისთვის სამუდაო პატიმრობას ითხოვენ.

 



"ეს დანაშაული ჩაიდინა ორმა კაცმა... ჩემი შვილი გააშიშვლეს, გაწმინდეს, რომ კვალი დაეფარათ. ჩემი მურადი ორმა ადამიანმა მოკლა, მეორე შვილიც მათ სცემეს, ის ამ დრომდე საავადმყოფოშია. ორივე მკვლელი უნდა დაისაჯოს. 4-დან 7 წელი არაფერია, ვითხოვთ სამუდამოს ან თავი მოიკლან"