08 იან 2020 17:00 924
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მან დეკანოზისგან მიიღო ნებართვა, გაასაჯაროვოს ის მტკიცებულებები, რაც საპატრიარქოს წინააღმდეგ გააჩნია. მამალაძის თქმით, მტკიცებულებები სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ გლდანის ციხესთან, საკუთარ ძმასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს, რომელიც შეეხება როგორც პედოფილიას, ასევე ინცესტურ პრობლემებს”, – განმარტავს მამალაძე. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისინი უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შეეხება საპატრიარქოს მაღალ იერარქიებში მყოფ ადამიანებს, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის მტკიცებულებებს გულისხმობს, მამალაძემ უპასუხა, რომ იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ თითოეულ მტკიცებულებაზე ჰყავთ მოწმეები, რომლებიც მზად არიან ამ თემებზე ხმამაღლა ისაუბრონ.