08 იან 2020 17:16 513
პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი კახიანი, 24 წლის მურად წურწუმიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა:
"მურად წურწუმიას შემთხვევის სანდრო გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია.
ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, სამართალდამცველების მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება. დაკავებულია პირი, რომელიც ამ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა. რამდენადაც ვიცი, ის აღიარებს კიდეც თავის ბრალდებას. ამიტომ არამგონია, რომ გამოძიების მიმართ რაიმე კითხვები ჩნდება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეს საქმე გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორს, არც ამის საწინააღმდეგო ექნება ვინმეს რამე. ამ შემთხვევის სანდრო გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია, რადგან ის სულ სხვა შემთხვევა იყო. გირგვლიანი სისტემამ შეიწირა და შემდგომ მთელი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ რამენაირად დაეფარათ მისი მკვლელობის ამბავი. ეს შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები კი ადეკვატურად რეაგირებენ"