08 იან 2020 17:24 643
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ „შავ სიასთან“ დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ - გიორგი ვაშაძემ თოქ-შოუ „360 გრადუსში“ ისაუბრა:
„საარჩევნო წელი მოდის და ყველა საჯარო პირი, მოსამართლე იქნება ეს თუ პროკურორი არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ასრულებს უკანონო ქმედებებს მოხდება მათი იდენტიფიცირება, საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი დახასიათება, შესაბამისი შინაარსითვე გადაიგზავნება, მსგავსი სიები საერთაშორისო პრაქტიკისთვის უკვე ცნობილია.
თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს ხელისუფლების მხრიდან, ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ არცერთი მათი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მერწმუნეთ, რომ შენგენის ზონაში, ამერიკის საემიგრაციო სამსახური ძალიან ბედნიერი იქნება თუ შეამცირებს რისკებს საკუთარ ქვეყანაში მოძალადებიის შესვლის.
ეს არის ძალიან სერიოზული მზადება, რომელიც ოპოზიციამ დაიწყო და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვმუშაობთ მწყობრად, სისტემურად, კონკრეტული ნაბიჯებით და კიდევ ბევრი მექანიზმი გვაქვს შემუშავებული“-