08 იან 2020 17:47 604

"ოცნების" დეპუტატი კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობის ერთადერთი კანდიდატია

 

 

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერობის ერთადერთი კანდიდატია.

ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნული თანამდებობისთვის თავდაპირველად სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ბექა მაისურაძემ და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ლომინაძემ კანდიდატურები მოხსნეს.

ცნობისთვის, კარლო კოპალიანმა 2018 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც სრულმა პროფესორმა, ერთ თვეში 5 640 ლარი აიღო.