08 იან 2020 18:00 1404

"19 წლის ასაკში რამდენჯერმე გამაუპატიურეს, შედეგად პოსტ-ტრავმატული აშლილობა განმივითარდა"

 

 

ლედი გაგამ "ოპრა უინფრისთან" ინტერვიუში თავის ცხოვრების ტრაგიკულ დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, ის 19 წლის ასაკში რამდენჯერმე გააუპატიურეს და სწორედ ამის შემდეგ დაეწყო აშლილობა.

"19 წლის ასაკში რამდენჯერმე გამაუპატიურეს. გაუპატიურებისა და ამ ტრავმისთვის ყურადღების არ მიქცევის შედეგად პოსტ-ტრავმატული აშლილობა განმივითარდა", - განცხადა მომღერალმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ლედი გაგას თქმით, ის იცნობდა იმ ადამიანს, რომელმაც მასზე იძალადა.

"უცბად ვარსკვლავი გავხდი და ვმოგზაურობდი მსოფლიოს ირგვლივ - სასტუმროს ოთახიდან ავტოფარეხებში, ლიმუზინიდან სცენებზე და ამას ვერასდროს ვუმკვლავდებოდი. ამის შემდეგ, უეცრად საშინელმა და ინტენსიურმა ტკივილმა მოიცვა ჩემი მთლიანი სხეული, რომელმაც იმ ავადმყოფობის სტიმულირება მოახდინა გაუპატიურების შემდეგ რომ აღმომაჩნდა"