08 იან 2020 18:22 524

ბაკურიანში საბაგიროზე ჟეტონის ნაცვლად რუსულ ხურდა ფულს აძლევენ ავსტრიული კომპანიები?

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე რუსული რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ე.წ. 25-იანები, რომელზეც მსგავსი შემთხვევა ხდება, მთის კურორტების კურატორობის ქვეშ არ არის.

„ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. „დიდველის“, „მიტარბისა“ და „კოხტას“ საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად რუსულ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

 

ინტერპრესნიუსი