08 იან 2020 18:38 19046

"ჩათქვირულ დიაცს" მიათრევს ნომერში, ეს ქალი აღმოჩნდება ძალოვანის ცოლი" - გოგაშვილი სააკაშვილზე

 

სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, სააკაშვილის ნათქვამს ("ყველაფერს დავყრიდი, წავიყვანდი მთავრობას და მოვაგვარებდი ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემას") აზიარებს და წერს:

 

"მართალს იძახის, იზამდა ამას... წავიდოდა ავადმყოფი მთავრობის თანხლებით... სწრაფად მოძრავი ესკორტი, სადმე ფასანაურთან შეფერხდებოდა, მოძრავი ავტომობილის მანევრის გამო... დაცვა მძღოლს გადმოათრევდა და სულის ამოხდამდე სცემდა ხელკეტებით, მცირეწლოვან შვილებთან და ცოლთან ერთად, ვინც არ უნდა ყოფილიყო...შემდეგ, რამდენიმე კილომეტრში, ავადმყოფი შეამჩნევდა სიმპატიურ ქალბატონს შემხვედრ ავტომობილში... გაიცემოდა ბრძანება-პატრულზე, კუდზე, სოდზე, ფინანსურ პოლიციაზე, რომ დაედგინათ ვინაა, რით ცხოვრობს, რას საქმიანობს, დაიწყება ოჯახის წევრების დაჭერა ჩადებით, ბიზნესის დალუქვა, დაჯარიმება, განადგურება, თან საერთო ნაცნობის მონახვა...შეთავაზება- ერთი ღამის გატარებაში პრობლემების სრულად გადაჭრა...

სულ ეს არაა, ჩადის ადგილზე, ატარებს თათბირს, აგინებს და პანჩურებს ურტყამს თანამდებობის პირებს, ანთავისუფლებს სამსახურიდან, ყველა ოჯახის წევრსაც აყოლებს ზედ, ვინც სადმე დასაქმებულია.... მოშივდება... ჯდება სათქვლეფად, როცა ამოივსებს სტომაქს, ამჩნევს ერთ “ჩათქვირულ დიაცს”, რომელსაც მიათრევს სასტუმროს ნომერში... აღმოჩნდება, რომ ეს ქალი არის ერთ-ერთი მოქმედი ძალოვანის ცოლი... ამ ღამის შემდეგ, მეორე დღეს, ქმარი დიდ თანამდებობაზე ინიშნება მადლიერების ნიშნად... გუდაურში დამსვენებლებიც ბედნიერები არიან, დორბლიანიც კიდევ ერთხელ ნასიამოვნებია და არის ატროკებულ მოლოდინში, რომ გზაზე შეხვედრილი ქალბატონიც მალე ესტუმრება....სანდრა სადაა ამ დროს? მას ცალკე უკმაყოფილებენ ვნებებს...

პ.ს.მეტი ფანტაზია არ მყოფნის ამათი ცხოვრების აღსაწერად:("