08 იან 2020 18:56 851

რის სანაცვლოდ აიღო გიგა მაქარაშვილმა ათი ლარი?

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"20 წუთის წინ ფეხით მოვბოდიალობ პეკინზე და ტაქსიდან მეძახის ვიღაც.

- დიღმის მასივში რამდენად გამიყვან ჯიგარო?
ქუდზე დავიდე ხელი ტაქსის ნიშანი ხომ არ მადევს მეთქი, არ მედო. მერე პალტოზე ხომ არ მაწერია რამეთქო და აშკარად არაფერი.
არ გავტყდი და ეგრევე ვაჯახე, რამდენს გადაიხდი მეთქი.
- 6 ლარიო!
- ლარიც დაამატე მეთქი.
- ეგრევე დამთანხმდა. ნეტა 8 მეთქვა თქო, ვინანე მყისვე.
მეგონა აქ დასრულდა ჩვენი უცნაური ხუმრობა მეთქი და გადმოძვრა მგზავრის სიდენიაზე 🙂

სულ გადავირიე )))

მიხვდა ჯიგარიც და უცბათვე ამიხსნა:
- მაგარი მთვრალი ვარ და მანქანას აქ ვერ დავტოვებო.

მთელი გზა ვუყვებოდი როგორ გავ@იმე სამი მგზავრი ერთხელ, როცა გზის ფული არ ქონდათ. მიყურებდა გამო@ლეებული სიფათით.

2 ღერი სიგარეტი მოვუწიე.

მთელი გზა ჯაზი ვასმენინე.

ჰოდა ამ წამს დავტოვე ეს ტაქსისტი სახლთან.

10 ლარიანი მომაწოდა და ვითომ ხურდა არ მქონდა, სულ გამოვართვი.

#შურისძიება
შობას გილოცავთ ♡"