08 იან 2020 19:34 672
ბაკურიანში, მომხმარებლებს საბაგირო გზით სარგებლობისთვის რუსულ რუბლს სთავაზობენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას და ფოტოსურათს მოქალაქე ანა მარშანია ავრცელებს.
"ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ, ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით.
ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.
არ მჯერა
update: კატასროფულად ბევრმა მომწერა პირადში. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად"