08 იან 2020 19:39 1310
ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
"ირანის გარშემო შემქმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოდიან „ექსპერტები“ და ათასგვარ „სიბრძნეს“ აფრქვევენ; ბამბებში ამყოფებენ აუდიტორიას, ფართო მასშტაბიანი კონფლიქტს გამორიცხავენ, არც ჩვენ გვემუქრება რამეო; სვამენ კითხვებს ყოველმხრივ და ყველაფერზე, გარდა ყველაზე არსებითისა.კერძოდ:
- რას ემსახურებოდა ირანელი გენერლის პროვოკაციული მკვლელობა;
- რატომ მისცა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი თავდაცვის მქონე ზესახელმწიფომ აშშ-მ ირანის არმიას საშუალება, დაებომბა მისი ბაზები და რატომ ჰაერშივე არ გაანადგურა რაკეტები, ისე როგორც თუნდაც ისრაელმა გააკეთა ცოტა ხნის წინ;
- ხომ არაა ეს შეგნებული პროვოკაცია სწორედ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად;
- რა როლს დაიჭერს კონფლიქტისას ირანის მოკავშირე რუსეთი;
- შესაბამისად კი - მართლაც ვდგავართ თუ არა გლობალური კონფლიქტის კარიბჭესთან;
ნუ ახლა წმიდა მამების გაფრთხილებები რომ არ იციან ე.წ. ექსპერტებმა - ამაზე აღარფერს ვამბობ.
სხვათა შორის, ისიც მინდა მათ შევახსენო, რომ პირველი მსოფლიო ომის საბაბი სწორედ ერთი პიროვნების - პრინც ფერდინანდის მკვლელობა გახდა.
პ.ს. სადაც ორი, იქაც სამი იყოს - ხომ არ იცით, რომელი უმაღლესი უნდა დავამთავრო, ექსპერტი რომ გამოვიდე?"