08 იან 2020 20:13 1235

"მრცხვენია ქალის არმსგავს გოცირიძეს რომ ვპასუხობ - სამარცხვინო დედაკაცო, უფლის გეშინოდეს"

 

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, სოციალური ქსელში, მეგი გოცირიძეს პასუხობს:

რადგან არ ჩერდებით ნაცებო და ისევ გაგახსენდით, იმედია შავ სიაშიც გეყოლებით შეტანილი და გულს არ დამწყვეტთ, ქალის არამსგავს, მეგი გოცირიძეს მინდა ვუპასუხო, თუმცა ჩემი თავის მრცხვენია რომ მაგას თავს ვუყადრებ. მაგ სიმართლით იარე შენ და შენმა მოდგმამ , შე სამარცხვინო დედაკაცო. პირი გამოირეცხე, ჩემი და ჩემი შვილის სახელს როცა ახსენებ. ბოროტებას და ტყუილების მოგონებასაც აქვს საზღვარი. უფლის გეშინოდეს.

 

 

შეგახსენებთ - მეგი გოცირიძემ დღეს ია მეტრეველი დაადანაშაულა.