08 იან 2020 20:18 791

"შსს მინისტრი გამოდის და სიცილით საუბრობს წურწუმიას მკვლელობაზე - ეს რაღაც ახალია"

 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"მურად წურწუმია, რომელიც სპეცრაზმელმა და მისმა მეგობარმა უმოწყალოდ სცემეს, წამებით მოკლეს, იყო უპატიოსნესი ახალგაზრდა, ასე ახასიათებენ მას ის ადამიანები, ვინც მურად წურწუმიას იცნობდნენ.
მისი ძმა კი ჯარისკაცია, საკონტრაქტო სამსახურშია.ის ზღაპარი, რომ ძმები მკვლელებს მანქანას პარავდნენ, მოუყევით ერთმანეთს, ქოცებო.

რატომ აფარებენ ხელს მეორე მკვლელს? ვინ არის და რას წარმოადგენს ასეთს, რომ წასაყენებელი ბრალი რატომღაც აღარ წაუყენეს და გამოუშვეს?
სისტემა რომ აგრძელებს კვლას, ამაზე აღარ ვიდავოთ.
როდესაც შსს მინისტრი გამოდის და სიცილით საუბრობს ასეთ მკვლელობაზე, ამას ცინიზმსაც კი ვერ უწოდებ, ეს რაღაც ახალია და ამის შეფასება თქვენთვის მომინდვია.

დაისჯება მეორე მკვლელი? არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. თუ ესე მოხდება, მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის ხარჯზე.

მაგრამ ერთია რასაც ვერ გავურბივართ - სისტემა ისევ კლავს და სულ უფრო სასტიკად."