08 იან 2020 20:47 712
პრამტაიმი აქვეყნებს მასალას, სადაც, სპეცრაზმელის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს გარდაცვლილ ახალგაზრდას თვალი აქვს ამოთხრილი. ადვოკატი ამ შემთხვევაში ეყრდნობა საქმეში არსებულ ტომოგრაფიული კვლევის შედეგებს, სადაც წერია:
"თვალის კაკლები დეფორმაციის გარეშეა. მხედველობის ნერვები ვიზუალიზდება კეროვანი დაზიანების გარეშე".
სამედიცინო დაწესებულების ექიმი მაგდანა გუტაშვილი, რომელმაც საავადმყოფოში მიიღო პაციენტი ყვება, რომ მურად წურწუმიას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თავის არეში მიყენებული ტრავმვა გახდა, თუმცა ექიმი, ასევე არ ადასტურებს, რომ პაციენტს თვალი ჰქონდა ამოთხრილი.
"პაციენტი ჩვენთან, რომ შემოვიდა გუგები ჩემს მიერ შეფასდა და ორივე თვალის გუგა შეფასებული და დაფიქსირებულიც მაქვს ისტორიაში, ანუ თვალი ჰქონდა და იმიტომ შევაფასე გუგა. დაზიანებები ჰქონდა სხეულზე, ასევე თავის ტვინის ტრავმვა, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია ფატალური შედეგი", - ამბობს მიმღები ექიმი.
გარდაცვლილის ძმა, მუხრან ჩხვირკია ვერ იხსენებს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, თუმცა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირპირებაში ორი პირი მონაწილეობდა. ოჯახი სპეცრაზმელთან ერთად ვახტანგ ბურძენაძის დაკავებასაც ითხოვს.
წყარო პრაიმტაიმი