08 იან 2020 20:59 881

"მოვიდა დრო ჩინეთი, რუსეთი და საფრანგეთი ჩამოშორდნენ ირანთან ბირთვული შეთანხმებას"

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ საგანგებო განცხადებას ამ წუთებში აკეთებს:

 

 

"ირანს არასდროს მივცემთ უფლებას ქონდეს ბირთვული იარაღი. ამერიკელი ხალხი არის ბედნიერი. არც ერთი ჯარისკაცი არ დაზიანებულა ირანის იერიშის შედეგად. ძლიერი ამერიკული სამხედრო ძალები მზადაა ყველაფრისთვის და ჩვენ გავცემთ პასუხს ირანს და ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგი იქნება.

მიზეზი რის გამოც ასე მცირე დანაკარგი მივიღეთ იყო, ძალიან კარგად გამართული გაფრთხილების სისტემა. ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის გაგრძელება მსოფლიოს უქმნის საფრთხეს.

გენერალი სულეიმანი იყო პასუხისმგებელი სასტიკ დანაშაულებზე, იგი მონაწილეობდა საავიაციო შეტევებზე, რის შედეგადაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა, სწორედ ის იყო მთავარი პერსონა, რომელმაც მოახდინა აშშ-ს საელჩოზე იერიშის მიტანა ჩვენ ის შევაჩერეთ. მისი ხელები იყო სისხლში გასვრილი და მისი ლიკვიდაცია ადრეც უნდა მომხდარიყო. აშშ- უწესებს ეკონომიკურ სანქციებს ირანს, რომელიც მკვეთრად შეცვლის მისი მოქმედებების პოლიტიკას. ირანის სამხედრო აგრესია გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბირთვულ შეთანხმებას მოაწერა ხელი.  ირანია პასუხისმგებელია იმ ჯოჯოხეთზე, რაც ხდება იემენში, ერაყში და სხვა ქვეყნებში.


მოვიდა დრო, რომ, გაერთიანებულმა სამეფომ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა აღიარონ არსებული რეალობა და ჩამოშორდნენ ირანთან დარჩენილი ბირთვული შეთანხმების ნაწილს, სადაც ეს ქვეყნები კვლავ ინარჩუნებენ გარკვეულ პოზიციებს. ეს მსოფლიოს უფრო მშვიდობიანს გახდის "