08 იან 2020 21:20 1255

,პუნწუკაშვილების” ხუთეული - დილეტანტური "შავი სია" - ამიტომ გავემიჯნე ამ მაგიდას"

 

 

ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა:

 

„თუ სისტემას ვებრძვით, სისტემა ყარს თავიდან. ჩემთვის ყოველთვის ლაკმუსის ფურცელია ხალხის აზრი, ორი დღეა, ვაკვირდები და ყოველთვის უტყუარია რეაქცია. რა რეაქციაც ჰქონდა ხალხს, იგივე რეაქცია მქონდა მე. რა სისულელე იყო ეს ხუთ კაციანი სია ან ვის თავში მოვიდა ეს ყველაფერი, მე არ ვიცი. რაიმე შემხები წერტილი არ მაქვს. რის საფუძველზეა, სამართლებრივადაც ვერ დავინახე, პირდაპირ გეტყვით. სამართლებრივადაც საჩოთიროა, რბილად რომ ვთქვა, ძალიან არაპროფესიონალურად გაჟღერდა ეს ყველაფერი, დილეტანტურად. რაღაც სისუფთავე ვერ დავინახე აქ, რაც მაშინებს ხოლმე. პრინციპულობით, ღირებულებებითა და სისუფთავით უნდა მიხვიდე კანონის აღსრულებამდე და თუ ოპოზიციაშიც დაიწყე შენ ის, რომ ამას სისუფთავით არ აკეთებ, მაშინ ჩნდება ხალხში ნიჰილიზმი, შემდეგ არავის აღარ უნდა გაუკვირდეს ბურჯანაძე-ბესელიას გემოვნებით შედგენილი სია. არ მენიშნა ეს ყველაფერი კარგად. იმიტომაც მოხდა ამ მაგიდიდან ჩემი გამიჯვნა. არ მინდა, რომ გარდა პროპურციული სისტემისა, რაღაცებს აცდენოდა ის მაგიდა. 

 

მე სადაც ვარ გაერთიანებული, „ძალა ერთობაშია“, მინდა, რომ შევიკრიბოთ და იქ უკვე, როგორც ივანიშვილი იტყოდა, ჩავაანალიზებთ. მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, რომელიც იქნება კატეგორიული. მე მარტო არ ვარ, ჩემს უკან პარტია დგას და მხოლოდ იმიტომ ვარ გაერთიანებული იქ, რომ ჩვენ ერთნაირი დასავლური ღირებულებები გვაქვს. მოვითხოვ, რომ ამ რაღაც სისულელეებს გავემიჯნოთ იმიტომ, რომ მაშინ მომიწევს, ჩემი პარტიით გავემიჯნო ამ პროცესს, რადგან ამ მობინძურო რაღაცებში მონაწილეობას არ ვაპირებ. მე ვებრძვი ხელისუფლებას და ვიცი, რომ ვინც თვალები დათხარა, პასუხი იმას უნდა მოეთხოვოს და ქვემოდნ მის დაწყება რა არის, არ ვიცი. დაფიქრება გვმართებს პროცესებზე, ასე ჩვენ სისტემას ვერ მოვუგებთ, იმ ძირგამომპალ სისტემას. ეს მე ვერ დავინახე ამ ,,პუნწუკაშვილების” ხუთეულით, ასე ვეძახი მათ“