08 იან 2020 22:21 1653

"ტრამპმა რუსეთი ხო დააჩოქა, ახლა ირანის ჯერია! იიიშშშშ! აეგრე!“

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, ტრამპის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ირონიულად აკრიტიკებს.

 

„ვგიჟდები ეკონომიკურ სანქციებზე. ცნობილია თავისი ეფექტიანობით, განსაკუთრებით ტერორისტული რეჟიმების წინააღმდეგ. რუსეთი ხო დააჩოქა, ახლა ირანის ჯერია! იიიშშშშ! აეგრე!“

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს და მას დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპის თქმით, მკაცრი ეკონომიკური სანქციები იმოქმედებს, ვიდრე ირანი თავის კურსს არ შეიცვლის.