08 იან 2020 23:15 838

რატომ ამტკიცებენ, რომ წურწუმიას თვალი არ ჰქონდა ამოთხრილი და რა გამოეპარა პროკურატურას?

 

მურად წურწუმია 2 იანვარს ცემეს და აწამეს - ოჯახის ინფორმაციით.

ოჯახის ინფორმაციით, მას თვალი აქვს ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მურადი, ცოცხალი იყო, როცა მანქანაში შიშველი ჩააგდეს, მურად წურწუმიას დედა, "პალიტრასთან" ჰყვება"

"ჩემი შვილი კი არ ცემეს, აწამეს.

მერე წაიყვანეს თავის სახლში და მეორე დღეს დარეკეს სასწრაფოში დაფარული ნომრით.

ცოცხალი იყო მთელი ღამის მანძილზე, ცოცხალი შეიძლებოდა მყოლოდა, მაშინვე რომ დაერეკათ სასწრაფოში, შეიძლებოდა ახლა ცოცხალი მყოლოდა.

არ ჰქონოდა თვალი, სახე ჰქონოდა დაზიანებული და მყოლოდა ცოცხალი, არ ვჩიოდი"

 

 

მურად წურწუმიას ძმა:

 

"24 წლის იყო და არ გვახსოვს ვინმესთვის ხელი დაერტყას. პოლიციელი იყო და დაეკავებია, ჩემი ძმა თუ რამეს აშავებდა, ციხეში მეყოლებოდა და მეცოდინებოდა რომ ცოცხალია, სახლში არ მეყოლებოდა დასვენებული.

დღე და ღამე მუშაობდა მანქანის სამრეცხაოში, წელს ცოლი უნდა მოეყვანა.

მამიდა ჰყავს ავად, დიალეზზეა და გადასხმაზე დაჰყავდა, ძალიან ედარდებოდა მამიდა."

 

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი პირველივე დღიდან საუბრობს იმაზე, რომ მურად წურწუმიას გატეხილი ჰქონდა თავის ქალა და ამოთხრილი ჰქონდა თვალი - არც შსს-ს და არც პროკურატურას საწინააღმდეგო არ უთქვამს.

პროკურატურა აცხადებდა, რომ მურად წურწუმიას მიაყენეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები. 

 

მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ პროკურატურა დღემდე არ საუბრობს წამების ფაქტზე.

მეტიც, დღეს ბრალდებულის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მურად წურწუმიას თვალი არ ჰქონდა ამოთხრილი.

დედა იტყუება, ხო? მოეჩვენა?

თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, ერთი შეხედვით, ხო?

რა მნიშვნელობა 24 წლის ბიჭი ამოთხრილი თვალით მოკალი, თუ ორივე თვალი ჯანმრთელი დაუტოვე და ისე მოკალი?

აქვს მნიშვნელობა, წამებით მოკვლა და ჩხუბისას ადამიანის მოკვლა - სხვადასხვა მუხლით ისჯება.

შესაბამისად, პროკურატურის დუმილი და ადვოკატის განცხადება ბადებს ეჭვს, რომ პროკურატურა არ აპირებს ბრალის დამძიმებას.

 

 

პროკურატურას ერთი მომენტი გამოეპარა - პოლიციელმა ნაცემ მურად წურწუმიას გახადა ტანისამოსი (დიდი ალბათობით, მანქანის დასვრაც არ სურდა სისხლით - თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია) და წაიყვანა სახლში, ისე რომ არ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, არ გადაიყვანა კლინიკაში.

 

სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებებით რომ ადამიანს გააჩერებ და უყურებ, კლინიკაში რომ არ გადაიყვან - მაგ მუხლს რა ქვია? - შემთხვევით წამება, ხომ არა? ჰა, პროკურატურა?

განსაცდელში მიტოვება და შეუტყობინებლობა - დამამძიმებელი გარემოება ხომ არ არის?

 

თვალზე მანიპულირების გარეშეც - წამების ყველა ნიშანი სახეზეა და კანონს თუ კიდევ ერთხელ თავზე არ გადაიხევთ, კარგს იზამთ.

 

 

ალია, თამო კეშელავა