09 იან 2020 06:10 2720

"დაკლა ლამის ცოლ-ქმარმა ერთმანეთი და მეუფე დიმიტრესთან მივედი" - დეკანოზის დედა

„ჰოთნიუსმა“ დეკანოზ მამალაძის დედასთან, ქეთინო მაღლაკელიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ნაწილებად გთავაზობთ:

 

_ქალბატონო ქეთინო, პრეზიდენტმა თქვენი შვილი რომ არ შეიწყალა, ამაზე რას იტყვით?

_ ვფიქრობ, რომ ეს პატრიარქის გადაწყვეტილება იყო, თორემ ის შტერი სალომე რას იზამდა? მართმადიანია, შობაა ახლა თუ აღდგომა, იმას ვერ ხვდება და რაზე მელაპარაკებით? რასაც დაუწერენ, იმასაც ვერ კითხულობს ეგ საცოდავი და მაგ ქალიც ცოდოა, უბრალო მარიონეტია. შეთანხმებული და დავალებულია ეს ყველაფერი. პატრიარქმა ააშტერა მთელი სინოდიც.

მეუფე პეტრემ ტვ „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ დეკანოზსა და მის ცოლს ურთიერთობა დაეძაბათ და მამა გიორგიმ ცოლს უთხრა, სიმართლე რომ გითხრა, მომკლავენო. უფრო მეტი რომ გვიამბოთ ამ საკითხზე, რა სიმართლე იცოდა დეკანოზმა და ცოლთან ურთიერთობა რატომ დაეძაბა? ეს, ალბათ, მის დაკავებამდე მოხდა ხომ?

_ დიახ, მის დაკავებამდე. ჩემი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია, ბეწვზე ჰკიდია, ამიტომ ყველაფერზე ვისაუბრებ. რაც კი მამაო (იგულისხმება გიორგი მამალაძე - რედ.) თბილისში გადაიყვანეს, მალევე დაეწყო განერვიულება, ვატყობდი, რომ მამაო და ჩემი რძალი კამათობდნენ ხოლმე. 4 შვილი მყავს, 3 დაქორწინებულია და ცოლ-ქმარს შორის კამათი ჩემთვის გასაკვირი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს რძლებთან. რომ წერენ, მამაო მილიონების პატრონიაო, ეს ყველაფერი აბსურდია, ერთ სახლში ვცხოვრობთ. მას 3 შვილი ჰყავს, 2 კი - ჩემს მეორე ბიჭს, თორნიკეს, ზოგჯერ ჩემი გოგოც ჩამოდის, მე, ჩემი ქამარი და ჩემი მესამე ბიჭი ვცხოვრობთ და ვიფიქრე, ალბათ, მამაოს ცოლს, რომელიც ნაზი და კარგი პიროვნებაა, იქნებ რამე პრობლემაა და არ უნდა ჩვენთან ყოფნა და ამის გამო აქვთ დაძაბულობა-მეთქი. ამიტომ მამაოს სულ ვეუბნებოდი, ხომ ცხოვრობ თბილისში რაღაც ბინაში, მოჰკიდე შენს ცოლ-შვილს ხელი, წაიყვანე, ბავშვებს იქ ასწავლე-მეთქი და სულ მეუბნებოდა, დედა, მე ჩემ ცოლ-შვილს იქ ვერ წავიყვანო და მეც შევეშვებოდი ხოლმე. ვფიქრობდი, ალბათ, ფიქრობს, ერთად რომ ვართ ეკონომიურადაც უფრო მარტივია ცხოვრება-მეთქი.

ერთხელ ისე საშინლად იჩხუბეს, რომ მამაომ იას რომ ვერაფერი უთხრა, ნერვებმოშლილმა კარადას ხელი დაარტყა, კარები ჩამოვარდა. დავიზაფრე და ვიფიქრე, უკრაინაში რომ იყო... ძალიან ბევრ რამეს აბრალებენ უკრაინაში ყოფნის დროს, მაგრამ ცოლი თან ახლდა და ჩემი თორნიკეც მედავითნეობდა მასთან. იქ კი იყო დაძაბულობა, ძველი მღვდელი უნდოდათ და მამაოს ბევრი ჭუჭყი შეაცხეს. თორნიკე და მამაო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ილაპარაკეს, მამაო „ტანცებზე“ დადისო, ორივე ძმა ერთად რომ ნახეს, გაოგნებულები დარჩნენ, ტყუპისცალივით ჰყოლია ძმა და ჩვენ კი ის გვეგონაო.

მოკლედ, მამაომ რომ კარადა გატეხა და სახლიდან განერვიულებული გავარდა, ღამის 9 საათზე ქობულეთიდან ბათუმში ჩამოვედი მის მოძღვართან, მამა ნიკოლოზ გიგატაძესთან, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია. სანამ მღვდელი გახდებოდა, გადანასკვული ოჯახები ვიყავით. ჩვენ შორის მირონობაა, ჩემი შვილები მისი შვილების მეჯვარეები, ნათლიები არიან და მასთან რომ მივედი, ვუთხარი, მამაო ძალიან ანერვიულებულია, სულ ჩხუბებობენ ცოლ-ქმარი, თუ ცალკე უნდათ ცხოვრება, წავიდნენ, ხელს არ შევუშლი-მეთქი. მიპასუხა, თქვენ არაფერ შუაში ხართო. ვუთხარი, თუ რამე დანაშაული აქვს, სადმე შვილი არ ჰყავდეს გაჩენილი, ჩუმად მოვკიდებ იმ ბავშვს ხელს და დავიკარგები, ისე გავზრდი იმ ბავშვს, საერთოდ ვერ გაიგებს ვერავინ-მეთქი. გაგიჟდა მამაო, რას ლაპარაკობ, არ იცი შენი შვილი რანაირი იყო, არასდროს მექალთანე არ ყოფილა და შენი შვილების გაზრდისთვის მთელი უბანი მადლობას  გეუბნებითო. აბა, რა ხდება, დაკლა, ლამის, ცოლ-ქმარმა ერთმანეთი-მეთქი და მიპასუხა, მამაომ ისეთი რაღაც ნახაო... აქვე უნდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში მოვკარი ყური, მამა გიორგიმ ჩემს რძალს უთხრა, ბერად უნდა აღვიკვეცოო, რაზეც ცოლი გადაირია, ამ სამ ბავშვს რომ მიტოვებ, ჯერ დააყენე გზაზე და სადაც გინდა, წადიო... ამასთან დავაკავშირე მამა ნიკოლოზ გიგატაძის სიტყვები. მან მითხრა, მამაომ ისეთი რაღაც ნახა და ისეთი რამ იცის, რომ თქვას ან მოკლავენ, ან არ დაუჯერებენ, არადა, მის გულს ასკდება და თუ წასვლა უნდა ბერად, გაუშვითო. ჩავეკითხე, რას გულისმხობდა, მაგრამ მითხრა, აღსარება ჩამაბარა და ამას ვერ ვიტყვიო. ეს მე მეუფე დიმიტრისაც ვუთხარი, ეგ მეუფე კი არა, მეფუნეა, არაადამიანი. მამაოს ეკლესიაში შესვლის მომენტიდან,განუყრელი ურთიერთობა ჰქონდათ. მამაოს არც ერთი ახალი წელი და შობა სახლში არ გაუტარებია, სულ მასთან იყო. სურათებს გზავნიდა, თქვენ ღვეზელები აცხვეთ, მე და მეუფე ხინკლებს ვაკეთებთო. არც მეუფე და არც მამაო ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ. მე სულ ვბრაზობდი, სადმე რომ წასული იყო, ჯერ მასთან მიდიდოდა და მერე მოდიოდა ოჯახში. მოკლედ, მეუფე დიმიტრის რომ შევხვდი, ვუთხარი, ხომ თქვენი მღვდელია გიგატაძე და დაეკითხეთ მას-მეთქი. მეუფე დიმიტრიმ მითხრა, იცით, მამაომ რა ქნაო? აი, დიდი სკა წარმოგიდგენიათ ფუტკრებისო? კი-მეთქი. მან ხელი ასე გვერდიდან კი არა, პირდაპირ იმ ფუტკრებით სავსე სკაში შეყოო და ამის მერე მიმტკიცებს, რომ მან არაფერი იცოდა?"

 

ჰოთნიუსი