09 იან 2020 06:26 2118

"ანდერძში თვითონ იყო და საჯაროდ თქვა ტახტზე უარი, რაღაცის ეშინია, მამაოს ცოლი კიბეებიდან გამოაგდო" - დეკანოზის დედა

"ჰოთნიუსი" ესაუბრება დეკანოზ გიორგი მამალაძის დედას ქეთევან მაღლაკელიძეს:

 

 

"მეუფე დიმიტრიმ მითხრა, იცით, მამაომ რა ქნაო? აი, დიდი სკა წარმოგიდგენიათ ფუტკრებისო? კი-მეთქი. მან ხელი ასე გვერდიდან კი არა, პირდაპირ იმ ფუტკრებით სავსე სკაში შეყოო და ამის მერე მიმტკიცებს, რომ მან არაფერი იცოდა?

ანუ გიგატაძემ რაზეც გითხრათ, დეკანოზმა რაღაც ნახაო, ამ ამბვაზე გითხრათ მეუფემაც?

_ მამაო რომ ახალი დაჭერილი იყო, საპატრიარქოში რაღაცები რომ იპოვა და იქ დაუპირისპირდა ვიღაც-ვიღაცებს რაღაც საქმეების გამო, მაგას მოაყოლა ზუსტად ასე.

_ არ ჰკითხეთ, რას გულისხმობდა მეუფე?

_რაღაც იპოვა ამ ბავშვმა და წავიდა ყველა მის წინააღმდეგ. 3 წელია მიდის ეს ამბავი და ჩემმა მტერმა ვერ მიხვდა, რა იგულისმხა მეუფემ. ამ საუბარს მეუფე საბა და კირიონი ესწრებოდნენ. დარწმუნებული ვარ, იცოდა რაც ხდებოდა, თორემ რა იცოდა ვის დაუპირისპირდა და ხელი სად შეყო მამაომ? ჩემ შვილზე რომ თქვა შანტაჟისტიაო, შანტაჟისტიცაა, აფერისტიც, მოღალატე და გამყიდველიც, ფუი, მაგის მეუფეობას! მაგან ვის რა უნდა უქადაგოს. მთელ აჭარის მღვდლებს კატეგორიულად აუკრძალა მამაოს ოჯახთან მიახლოება. ერთადერთი ჩვენთან რამდენჯერმე იყო, ბათუმის სამების დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა ანა და დედა ბარბარე. თორნიკეს ვინ ეხმიანება, არ ვიცი, მაგრამ მღვდლები კეთროვნებივით გვექცევიან, თავიდანვე რომ არ მოვიდნენ, საყვედურები ვთქვი, რადგან მამაო ძალიან პირდაპირი და ბობოქარი ბუნებისაა, არასდროს არავინ მიუტოვებია გაჭირვებაში. კარგად იცის მეუფემ მამა ანდრია ლაითაძისთვის რა გააკეთა ერთ ღამეში. კი გარდაიცვალა ის მამაო, მაგრამ მისთვის ბევრი რამ გააკეთა.

როცა მამა ანდრია თბილისში საავადმყოფოში იწვა, მისი სიძე მამა იოანე ორმოცაძე დროებით ღამეს ათევდა მამა გიორგის ბინაში და ძალიან ბევრი საბუთები ჰქონდა ჩემ შვილს თურმე, რომ უნახავს უკითხავს, ეს რა არისო, მამა გიორგის უპასუხია, ეს ისეთი ბომბია,  ააფეთქებს ქვეყანასო. ამ ყველაფრის შემდეგ მამაო მალევე დაიჭირეს.

 _ მეუფე დიმიტრი  გხვდებათ დეკანოზის ოჯახს?

_მეუფემ დიდი აჟიოტაჟის მერე ერთხელ მიგვიღო. ჩემი რძალი, ია, იყო მისული და კიბეებიდან უკან გამოაგდო, არ მიიღო, რადგან რაღაცის ეშინოდა. იმიტომ, რომ პატრიარქის ტახტი დაკარგა, სავარაუდოდ, ანდერძში თვითონ იყო და საჯაროდ თქვა ტახტზე უარი. ისიც ქვეყენამ იცის, აბაშიძის და სააკაშვილის დროს ხიდის აფეთქება რომ იყო, მეუფეს დაავალა პატრიარქმა, ხალხს დახვდიო, მე მეშინია და იქ ვერ დავდგებიო. მშიშარა და ლაჩარია, ახლა გახდა ჩემი შვილი შანტაჟისტი? მის გარეშე ნაბიჯს რომ არ დგამდა?!  მოვითხოვ, დიმიტრი დამიჯდეს პირისპირ დებატებში და ზუსტად ვეტყვი, მამაოს რომ „შავებთან“ ურთიერთობას აბრალებენ, ზუსტად ვეტყვი, ვინ სტუმრობდა ხოლმე და ვის რა საჩუქრებს აძლევდა მამაოსთან ერთად მეუფე. მეუფესთან რომ შევედით სალაპარაკოდ, ჩემი შვილები მაგრად ელაპარაკნენ და კი, მაგრამ ქურდულად მირჩევთ საქმესო? - ასე უპასუხა და დამახვედრა იქ, საბა რომ ჰყავს ამერიკაში გაგზავნილი, ხან ვის უძვრება და ხან- ვის, სიმართლეს რომ არ ამბობს და კირიონ ფერაძე, რომელსაც უფლება არ აქვს, მამაოზე რამე ილაპარაკოს. პირი არ დამაღებინოს მეუფე დიმიტრიმ"

 

ჰოთნიუსი