09 იან 2020 06:39 3119

"პატრიარქმა მითხრა მამაოს სახე მაცხოვარს მაგონებსო, მაგას დავაყარე მეხი, ფორონცხოს და აფერისტს"

"ჰოთნიუსი" ესაუბრება დეკანოზ გიორგი მამალაძის დედას, ქეთევან მაღლაკელიძეს:

 

"პირი არ დამაღებინოს მეუფე დიმიტრიმ, ყველაფერი მახსოვს, როგორ იყენებდა მამაოს. ხარფურის ფერმას რომ აგებდა და არხი არ მოსწონდა, არბენინებდა მამაოს ხან მერიაში და ხან სად. რაც ჩემ შვილს ამ სამი წლის განმავლობაში მისი მოქმედებით ცრემლი ადინა, საშვილთაშვილოდ მეუფე დიმიტრის შთამომავლობამ სისხლად ანთხიოს. მეუფე დიმიტრი რომ ჩემ შვილს იცნობდა, ისე შეიძლება, მე არ ვიცნობდი და ყველამ იცის, რომ მან ზურგი აქცია. დავუშვათ, ჩემი შვილი მართლა დამნაშავეა, ეს არის  მაგათი ქრისტიანობა, რომ გაწირეს 15 სულიანი ოჯახი?! იოანე ოქროპირის სიტყვები ზეპირად, ალილუიასავით ვიცი, მაგრამ როგორ მოიხმარ ცხოვრებაში, ესაა მთავარი. მაგათი „ბიბლია“ მაშინ წავიკითხე, როცა ეგენი მღვდლები არ იყვნენ. ზუსტად რომ ვერ ვასრულებ ბიბლიას, იმიტომ ვარ საერო პირი. თორემ ანაფორას მეც ჩავიცვამ, ჯვარს მეც დავიკიდებ გულზე, მაგრამ რომ ვიცი, ვერ შევძლებ იმას, რაც იქ წერია, ადამიანს თუ ზურგი ვაქციე, რა გამოვიდა?! საერო ადამიანი ვარ და როცა ვინმეს უჭირს, როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები. ისმინე სახარებაო, რომ წამოიყროყინებენ ტრაპეზიდან, მაგას მეც ვიტყვი! მაგრამ როგორ შეასრულებ, ისაა მთავარი. დარწმუნებული ვარ, რომ მამაოს ყველა ნაბიჯი იცოდა მეუფე დიმიტრიმ. ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რომ მამაო დიმიტრის გარეშე ტუალეტში არ დადიოდა.

 

ერთხელ ქუთაისში მივდიოდით ნათლობაზე და ერთი ქობულეთელი ახალგაზრდა ბიჭი რომ აღიკვეცა ბერად, გვარი არ მახსოვს, ტელეფონით დაურეკა მამაოს დიმიტრიმ და ავალებს, გაარკვიოს, ამ ბიჭს ვინ მისცა ცნობა საპატრიარქოდან. მოკლედ, გადარეული იყო დიმიტრი, ზუსტად მახსოვს, მამაო რასაც პასუხობდა და ჯერ კიდევ თავს ვიკავებ, ვისაც ახსენებდა, იმათ დასახელებისგან. მამაოს ვუთხარი, დიმიტრი რა გაბრაზებულა-მეთქი და მამაომ მითხრა, რამდენჯერ გითხარი, რასაც ვიტყვი, არ ხედავ და არ გესმისო და გადავიდა მანქანიდან, გარეთ გააგრძელა ლაპარაკი. დიმიტრის მგონი, მამაოს დაჭერამდე თავის გოგოებზე წინ ეყენა მამაო.

 

ჩემი შვილი ძალიან გვიან მოინათლა, 14 წლის ასაკში და იმ დღიდან ეკლესიიდან არ გამოსულა, მიუხედავად ჩემი დიდი ბრძოლისა. საერო ცხოვრების დროს თამაზი ერქვა. ვეუბნებოდი, თაზო, დე, არაა ეს ის ხალხი, შენ რომ გგონია. ჭკვიანი, ნაკითხი, უნიჭიერესი ბიჭი ხარ, არ გინდა ამ ფართხუნა ხალხში წასვლა-მეთქი, მაგრამ მითხრა, ნუ ფიქრობ მასე, არიან სასულიერო პირები, ვინც სამშობლოსთვის თავი დადო და სიმართლეს ემსახურაო. ბოლომდე ვიყავი წინააღმდეგი მამაოს ამ გზის, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. 14 წლიდან ჯერ სტიქაროსნობდა, სასანთლეში მუშაობდა, ვერ გეტყვით საიდან დაუახლოვდა, შეიძლება თვითონ დიმიტრიმაც შეამჩნია, რადგან აქტიური იყო, სხარტი, კარგი სიტყვა-პასუხი ჰქონდა. ჭკვიანი და ნაკითხი იყო, ყველა საკითხში ერკვეოდა, თუ რამე არ იცდა, იმ მოსასპობ გუგლში შედიოდა. ვთქვათ, ჭიქა რომაა, იმაზეც კი ბოლომდე ჩაყვებოდა, გამოიკვლევდა. დაჭერამდე რამდენიმე ხნით ადრე მის საძინებელში შევედი და იურისპრუდენციის კოდექსი ედო ლოგინთან. რად გინდა-მეთქი, ვკითხე. რა იცი, ცხოვრებაში რა ხდება, დე, ვისწავლი ამასაცო, მიპასუხა.  როგორც ირკვევა, ღრმად ჩაწვდა რაღაც მაქინაციებს და უბედურებებს. მგონია, ფინანსურს, თორემ ზნეობრივზე რასაც ამბობენ, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი წაბილწულია ეს ყველაფერი.

 

 

შეხვედრის დროს პატრიარქმა მკითხა, მამაო ხომ არ გაბრაზებთო და მამაომ დაასწრო პასუხი, პირიქით, მე მაბრაზებენო და ასე დაიჯინა მასთან და სახეზე ჩამოუსვა ხელი, არ გამიბრაზოთ მამაო, მისი სახე მაცხოვარს მაგონებსო, მამაო ისეთი კარგი ადამიანია, თქვენს გაბრაზებას არ იმსახურებსო. მაგას დავაყარე მეხი, მაგ ფორონცხოს და აფერისტს. მეც ვეთანხმები ჩემს შვილს, თორნიკეს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით არ შეიწყალეს ჩემი შვილი. რომ ამბობენ, არ ესმისო, მელასავით ქვევიდან იყურება და ყველას და ყველაფერს უსმენს. შეხვედრაზე მეუფეები და ვიღაცები დაგვახვედრეს, კიდევ იაკობი იჯდა, ვიღაც მღვდელს რაღაცას ანიშნებდა და აწყვეტინებდა ლაპარაკს თორნიკეს, რომ რაღაცები არ ელაპარაკა. ჭუტალა საზიზღარი წითელქუდა, მაგის მეუფეობას რა ვუთხარი. პატრიარქი ისე იყურება, არავინ თქვას, რომ არ ესმის და აღარ შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცის. მისი გადაწყვეტილებით არ შეიწყალეს ჩემი შვილი, არ ვიცი რისი ეშინია, მე საპატრიარქოს საქმეებზე იმდენად ვერა, რამდენადაც მეუფე დიმიტრისთან ურთიერთობა ვიცი ღრმად. მეუფეს გულისთვის, ცეცხლი რომ წაგვკიდებოდა, გადაგვივლიდა და მეუფესთან გაიქცეოდა ჩემი შვილი. ჩემი შვილის ცრემლები, რაც მეუფეს მოქმედებით დაღვარა, საშვილთაშვილოდ აღვრევინოს მეუფის შთამომავლობას."

 

ჰოთნიუსი